Belive

შოთა არველაძე: "მადლობა ამდენი ქართული კომენტარისთვის"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჰალ სიტიში" ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, ქართველმა ქომაგებმა ინგლისური კლუბის სოციალური ქსელის გვერდებზე შოთა არველაძის მხარდასაჭერი კომენტარები მრავლად დატოვეს, რაც შეუმჩნეველი არც ბრიტანელი გულშემატკივრების და თავად 48 წლის სპეციალისტისთვისაც არ დარჩენილა, რომელიც ამ ფაქტს სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტით გამოეხმაურა.
"ბედნიერი ვარ ამ მომენტით და განსაკუთრებული მადლობა მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, რომელმაც დიდი სითბო და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. "ჰალ სიტის" სოციალური მედიის გვერდებზე თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში - მადლობა ამდენი ქართული კომენტარისთვის", - წერ არველაძე Facebook-ში.
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.  

სხვა სტატიები