Belive

შოთა არველაძე: "რუსეთის ნაკრებში არ ვიმუშავებ, მიწები არავის დაუბრუნებია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ბომბარდირმა შოთა არველაძემ რუსულ გამოცემა Sports.ru-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა რუსეთის ნაკრების მწვრთნელობას შეეხო, რასაც 47 წლის სპეციალისტმა საინტერესო პასუხი გასცა.
  • Sports.Ru - "2010 წელს დირკ ადვოკაატი ჩვენთან მწვრთნელის ასისტენტად გიწვევდათ, მაგრამ, თქვით, რომ ჯერ არ შეგეძლოთ, რადგან ქვეყნებმა ერთმანეთს დიდი ზიანი მიაყენეს. ახლა წახვიდოდით?
  • შოთა არველაძე: "არც ახლა. ჯერჯერობით, ჩვენი მიწები არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები. - ბათუმში. მახსოვს რა საშინელება იყო. ამის დავიწყება რთულია. გუნდში მუშაობა ერთი საკითხია, ნაკრებში კი სულ სხვა. თქვენი ქვეყნისა  და კულტურისადმი პოლიტიკოს ჩარევა არ მინდა, მაგრამ ეს ყველაფერი არჩევნის გაკეთებაში ყოველთვის მეხმარება.

სხვა სტატიები