Belive

შოთა არველაძე: "თამაშის ხარისხი გვაინტერესებს, მაგრამ ქულების მოპოვებაც აუცილებელია"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჰალ სიტიში" დანიშნულმა შოთა არველაძემ კარგად დაიწყო. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული პირველი შეხვედრა ჩემპიონშიფის 28-ე ტურის ეგიდით, "სუონსი სიტის" წინააღმდეგ (2:0) მოიგო და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაც მოახერხა. ამ თემების შესახებ 48 წლის ქართველმა სპეციალისტმა "ჰალ სიტის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ამ ოთხი ტრანსფერის განხორციელების შემდეგ ჩვენ ცოტათი უფრო ძლიერები ვართ და რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. იანვარში ტრანსფერების განხორციელება ადვილი არასდროს არის. ფანჯრის ბოლოს მეტი ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ. ჯერ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს წინ და მჯერა, რომ გავძლიერდებით. ჩვენ კარგად უნდა ვითამაშოთ და გვსურს, რომ გამარჯვებას კარგი თამაშის ხარისხით მივაღწიოთ, თუმცა ახლა ქულები გვჭირდება, რაც აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ", - თქვა არველაძემ.
"ჰალი" 28 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაგროვილი 32 ქულით ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას "ვეფხვები" 5 თებერვალს, "პრესტონის" წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები