Belive

შოთა არველაძე - უზბეკეთის სუპერლიგის 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციამ და პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელები და ფეხბურთელები დააჯილდოვეს. უზბეკეთის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი "ფახთაქორის" უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, 47 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე გახდა.

შეგახსენებთ, რომ შოთა ტაშკენტის გუნდში 2017 წლიდან მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში მან "ფახთაქორთან" ერთად უზბეკეთის ჩემპიონატი და თასი 2-2-ჯერ მოიგო, ქვეყნის ლიგის თასის გამარჯვებული კი ერთხელ გახდა. გარდა ამისა, “ფახთაქორმა” არველაძესთან ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც ითამაშა.

სხვა სტატიები