Belive

შოთა არველაძემ დერბისთან მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "დერბი ქაუნთიმ" საშინაო კედლებში "ჰალ სიტი" - 3:1 დაამარცხა, სტუმარი გუნდის ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა.
"პირველი გოლის შემდეგ ყველა ბურთი დავკარგეთ. ყოველი მეორე ბურთი, ყოველი დუელი, ყოველი ნახტომი "დერბის" გამარჯვებით სრულდებოდა და ეს რთული იყო. როდესაც ისინი მეორე გოლს იტანდენ, ეს ჩვენი მცველებისა და მეკარის თვალწინ ხდებოდა, ჩვენი სამი ფეხბურთელი უყურებდა თავდამსხმელის მოქმედებას. ჩვენ კარგები ვართ გუნდურ მუშაობაში, ეს ადრეც ვთქვი, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ ეს იმედგაცრუებული მარცხი იყო", - თქვა ბრიტანულ მედიასთან საუბარში საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა.
"ჰალ სიტიში" დანიშვნის შემდეგ, 48 წლის სპეციალისტმა "ვეფხვებს" სამ შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც სადებიუტოში "სოუნსის" - 2:0 სძლია, ხოლო "პრესტონსა" (0:1) და "დერბი ქაუნთის" წინააღმდეგ დამარცხდა (1:3). "ჰალი" 30 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვილი 32 ქულით ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციას იკავებს და გავსარდნ ზონას სამი საფეხურით უსწრებს.  

სხვა სტატიები