Belive

შოთა არველაძის აღიარება უზბეკეთში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შოთა არველაძე უზბეკეთში აღიარეს. ქართველი სპეციალისტი, რომელიც ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელია, ადგილობრივი ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო სპეციალისტად დასახელდა. "ეს არის ჯილდო, რომელიც მთლიანად გუნდის დამსახურებაა და ძალიან ვამაყობ. რთული, მაგრამ შესანიშნავი თვე იყო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თვის გუნდი ვართ, როგორც სამწვრთნელო შტაბი, ისე ფეხბურთელები" - სოციალურ ქსელში აღნიშნა არველაძემ. "ფახთაქორმა" მარტში უზბეკეთის ჩემპიონატში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო. მიმდინარე სეზონი კი წარმატებით დაიწყო და სამი ტურის შემდეგ 9 ქულით პირველ ადგილზეა.

სხვა სტატიები