შოთა არველაძის ფახთაქორი უზბეკეთის ჩემპიონი გახდა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შოთა არველაძე „ფახთაქორის“ ჩემპიონობას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: „ზედიზედ მეორედ – ფახთაქორი სუპერ ლიგის ჩემპიონია! ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას, თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ."აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება.