Belive

შოთა არველაძის სამწვრთნელო წარმატება აზიაში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. ქართველი მწვრთნელის მომზადებული ტაშკენტის "ფახთაქორი" აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. პლეი-ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში "ფახთაქორი" "ალ-ნასრს" ერთმატჩიან დუელში შეხვდა და 2:1 დაამარცხა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების გუნდი ამ ტურნირის სამგზის გამარჯვებულია. კლუბში კი ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორიც ალვარო ნეგრედოა. სწორედ ესპანელმა თავდამსხმელმა გაუტანა "ფახტაქორს" ერთადერთი ბურთი. "ფახთაქორი" ჯგუფში "პერსეპოლისს", "ალ-ალისა" და "ალ-სადის" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ "ალ-სადის" ღირსებას ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, ხავი იცავს.

სხვა სტატიები