Belive

შოტლანდიასთან მოგებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის ნახევარფინალში შოტლანდიას სტუმრად 3:1 მოუგო. საკუთარი ქვეყნის გამარჯვებას უკრაინის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა:
,,არის მომენტი, როცა ბევრი სიტყვა არ გჭირდება! უბრალოდ, ამაყობ! უბრალოდ, მადლობა, ბიჭებო! ბედნიერების ორი საათი. გამოვედით! ვიბრძოლეთ! გავუძელით! მოვიგეთ, იმიტომ, რომ უკრაინელები ვართ! სიხარული ჩვენს სამხედროებს, მთელ ქვეყანას... ჩვენი ლურჯი და ყვითელი დროშისთვის, ჩვენი გერბისთვის ყველანი ვიბრძვით, თითოეული საკუთარ ფრონტზე - ,,უკრაინა არ მომკვდარა''. ჩვენი გაჩუმება შეუძლებელია. ჩვენ ვიბრძვით, ვიტანთ, ვიმარჯვებთ, იმიტომ, რომ უკრაინელები ვართ!'' - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის ფინალში უელსს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, მუნდიალის საგზურს გაიფორმებს.

სხვა სტატიები