Belive

შოტლანდიის ქომაგებმა ინგლისთან მატჩის შემდეგ ლონდონის ქუჩები დაასუფთავეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისთან გამართული მატჩის შემდეგ, შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა, რომლებიც ლონდონის ცენტრში იყვნენ შეკრებილნი, ქუჩები დაასუფთავეს. ინგლისურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს კილტებში ჩაცმული შოტლანდიელები, რომლებიც ერთმანეთს ნარჩენებისა და ნაგვის გატანაში ეხმარებიან. ლონდონში სპეციალურად მატჩისთვის 22 ათასამდე შოტლანდიელი ჩავიდა, თუმცა მატჩზე დასასწრები ბილეთი მხოლოდ 3 ათასამდე მათგანს ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის შეხვედრა ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

სხვა სტატიები