Belive

შოტლანდიური გუნდი გამოკითხვას ატარებს - დარჩეს თუ წავიდეს მეკარე?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შოტლანდიურმა "ლივინგსტონმა", რომელიც ქვეყნის უმაღლეს ჩემპიონატში გამოდის, 37  წლის ფეხბურთელის ბედის გადაწყვეტა გულშემატკივარს მიანდო. გარი მეილი, რომელიც "ლივინგსტონის" მე-3 მეკარეა, კონტრაქტი რამდენიმე დღეში, 31 მაისს უმთავრდება. სოციალურ ქსელში კი შოტლანდიურმა კლუბმა გამოკითხვა გამოაქვეყნა, სადაც ქომაგებმა უნდა გადაწყვიტონ - გაუხანგძლივდეს ხელშეკრულება გარის თუ "ლივინგსტონიდან" წავიდეს. გამოკითხვაში ამჟამად 168 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული მონაწილეობა, საიდანაც 68.5% მხარს ფეხბურთელის გუნდში დარჩენას უჭერს. გარი მეილის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ თქვენგანს, მოცემულ ბმულზე შეუძლია.

 

სხვა სტატიები