Belive

შრი ლანკელი ჟურნალისტის უცნაური არჩევანი ოქროს ბურთის ბოლო 3 წლის დაჯილდოვებაზე

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2 დეკემბერს პარიზში ოქროს ბურთის 2019 წლის დაჯილდოვება გაიმართა. ჟურნალისტების გადაწყვეტილებით, ჯილდო წელს ლეო მესის გადაეცა. ცერემონიის დასრულების შემდეგ, გასაჯაროვდა ყველა იმ ქვეყნის ჟურნალისტის არჩევანი, რომელთა ხმებიც გამარჯვებულს ავლენენ. მეტად საყურადღებოა შრი ლანკას წარმომადგენლის, ჰაფიზ მარიკარის გადაწყვეტილება, რომლის საუკეთესო ხუთეულში არც მესი, არც რონალდუ და არც ვან დაიკი მომხვდარა. მარიკარის რჩეული "ლივერპულის" მცველი, ალექსანდრ-არნოლდი გახდა. მისი ხმები ასე გადანაწილდა.
  1. არნოლდი
  2. ობამეიანგი
  3. გრიზმანი
  4. ლევანდოვსკი
  5. ტერ შტეგენი
საინტერესოა, რომ ჰაფიზის 2018 წლის საუკეთესოთა სიაში ლეო კვლავ ვერ მოხვდა, კრიშტიანუ კი მე-4 იყო. ამასთან ერთად, ხუთეულში არ ჩანს ოქროს ბურთის შარშანდელი გამარჯვებული, ლუკა მოდრიჩი.

2018 წლის ხუთეული ასეთია:

  1. აზარი
  2. ფირმინო
  3. პოგბა
  4. რონალდუ
  5. კეინი
გამონაკლისი არც 2017 წელი გამოდგა, სადაც ისევ ვერ ვხედავთ რონალდუსა და მესის.

2017 წლის ხუთეული: 

  1. ბონუჩი
  2. დე ხეა
  3. ფალკაო
  4. აზარი
  5. კეინი
78301647_2892224524122236_756436924436054016_n

სხვა სტატიები