Belive

შროიდერი: ,,ლობოტკას, ზელინსკისა და ჩვენი ქართველი მეგობრის ტრიო ნამდვილი ფეხბურთია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამსტერდამის ,,აიაქსის'' მთავარმა მწვრთნელმა, ალფრედ შროიდერმა, ,,ნაპოლისთან'' მატჩის წინ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,ვფიქრობ, რომ კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის ამ სეზონში მარცხენა ფლანგზე მშვენივრად თამაშობს და ბევრი ინდივიდუალური თვისება აქვს.

როგორ ვაპირებთ მის გაჩერებას? გუნდურად უნდა ვითამაშოთ. კვარაცხელია ზელინსკისთან კარგადაა შეთამაშებული, მის წინააღმდეგ თავი გუნდურად უნდა დავიცვათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ,,ნაპოლი'' ტოპ დონის კლუბია. ლობოტკას, ზელინსკისა და ჩვენი ქართველი მეგობრის (კვარაცხელია) ტრიო ნამდვილი ფეხბურთია,'' - განაცხადა შროიდერმა.

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ,,ნაპოლი” ,,აიაქსს” ესტუმრება. 2 ტურის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები