Belive

შვაინშტაიგერი მიუნხენში დაბრუნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბაიერნის" ლეგენდარული ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მიუნხენშია, მიზეზი მისი გამოსამშვიდობებელი მატჩია. მიუნხენის „ბაიერნის“ პრესსამსახურმა მომენტით ისარგებლა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რა დროსაც ბასტიანმა აღნიშნა, რომ „რეკორდმაისტერი“ მის გულში სამუდამოდ დარჩება. ბასტიანის მიუნხენური კარიერა 2002 წლის 7 დეკემბერს დაიწყო, მან „შტუტგარტთან“ თამაშში, გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ნიკო კოვაჩი შეცვალა. ბასტიანმა მიუნხენში 13 წელი გაატარა, რის შემდეგაც კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელა, სადაც 2 წელი დაჰყო. ამჟამად გერმანელი ნახევარმცველი ამერიკის ჩემპიონატში - „ჩიკაგო ფაიარის“ რიგებში ასპარეზობს. ბასტიან შვაინშტაიგერის გამოსამშვიდობებელი მატჩი 28 აგვისტოს „ალიანც არენაზე“ გაიმართა.

სხვა სტატიები