Belive

შვედებმა განრისხებულ ფანებს მოუბოდიშეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის B-ჯგუფის შეხვედრაში, საქართველო შვედეთს დაუპირისპირდა. ბათუმში გამართული მატჩი, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ შვედეთთან გამართული მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისად იქცა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ბათუმში გამართულ შემხვედრას, შვედი გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ. შვედმა ფანებმა სამშობლოდან 3500 კილომეტრით შორს გულმხურვალედ უქომაგეს საკუთარ ნაკრებს, თუმცა პასუხად "იგნორი" მიიღეს. საფინალო სასტვენის შემდეგ შვედმა ფეხბურთელებმა მოედანი ისე დატოვეს, რომ ფანების ტრიბუნას არ მიუახლოვდნენ. განრისხებული შვედი ფანების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას, შვედეთის საფეხბურთო ნაკრების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ბოდიში მოიხადეს.
"ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ვაგებთ. ვფიქრობ, ფანები, რომელთაც სამშობლოდან 3500 კილომეტრით შორს ჩვენს ნაკრებს ვუქომაგეთ, პატივისცემასა და აპლოდისმენტებს ვიმსახურებდით", - აღნიშნავს ერთ-ერთი შვედი გულშემატკივარი.
ერთ-ერთი პირველი, რომელიც ფანებს გამოეხმაურა შვედეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი პიტერ ვეტერგრინია. ასისტენტმა მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი შედეგისა და იმედგაცრუების მიუხედავად, ფეხბურთელებს ფანებისათვის მადლობა უნდა გადაეხადათ.

სხვა სტატიები