Belive

შვედეთი - საქართველო: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი 25 მარტს, სტოქჰოლმში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილი გახდა გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია - გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე - ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია - ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე, გიორგი ქვილითაია (4-3-3). მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი. შვედეთი: რობინ ოლსენი - კარლ მიქაელ ლუსტიგი, ვიქტორ ლინდელოფი, ფილიპ ჰელანდერი, ლუდვიგ აუგუსტინსონი - დეიან ულუშევსკი, სებასტიან ლარსონი, ვიქტორ კლაესონი, - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ალექსანდრ ისაკი (4-4-2). მთავარი მწვრთნელი: იან ანდერსონი.

სხვა სტატიები