Belive

შვედეთი უძლიერესი შემადგენლობით - ბათუმში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩამოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია სკანდინავიელთა განაცხადი საქართველოსა და ესპანეთის წინაღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის - ბათუმში შვედები უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვლენ. იან ანდერსონმა ეროვნულ გუნდში მთავარი ვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩიც იხმო. შვედეთის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩის წინ, ასეთია: მეკარეები: პონტუს დალბერგი ("დონკასტერ როვერსი"), კრისტოფერ ნორდფელდი ("აიკი"), რობინ ოლსენი ("შეფილდ იუნაიტედი"). მცველები: ლუდვიგ ავგუსტინსონი ("სევილია"), სებასტიან ჰოლმენი ("რიზესპორი"), ემილ კრაფტი ("ნიუკასლ იუნაიტედი"), ალექსანდრე მილოშევიჩი ("აიკი"),​ იოაკიმ ნილსონი (არმინია ბილეფელდი), ვიქტორ ნილსონ ლინდელოფი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), მარტინ ოლსონი ("მალმიო"), დანიელ სანდგრენი, ("არისი"). ნახევარმცველები/თავდამსხმელები: იენს კაიუსტე ("მიდტიულანდი"), ვიქტორ კლაესონი ("კრასნოდარი"), ალბინ ეკდალი ("სამპდორია"), მაგნუს ერიქსონი ("დიურგარდენი"), ემილ ფორსბერგი ("ლაიფციგი"), ვიქტორ გიოკერესი ("ქოვენთრი"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მილანი"), ალექსანდრ იშაკი ("რეალ სოსიედადი"), ჯესპერ კარლსონი, ("აზ ალკმაარი"), დეიან კულუშევსკი (ტურინის "იუვენტუსი"), ოსკარ ლევიცკი, ("მალმიო"), კრისტოფერ ოლსონი, ("ანდერლეხტი"), რობინ კუისონი ("ალ-ეტიფაკი"), კენ სემა, ("უოტფორდი"), მატიას სვანბერგი ("ბოლონია"). საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების დაპირისპირება 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები