Belive

შვედეთის მწვრთნელი: "საქართველოსთან ძირითად შემადგენლობას არ დავასვენებთ, შესაძლოა ორი ფორვარდით ვითამაშოთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იან ანდერსონმა ბათუმში გამომგზავრებამდე პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ გვინდა, რომ  ორი ცენტრალური თავდამსხმელით ვითამაშოთ. ცხადია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მატჩია მნიშვნელოვანია. ესპანეთთან მატჩის წინ მნიშვნელოვანი მოთამაშეების დასვენება არ იგეგმება. ახლა საქართველოსთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა და მოედანზე იმ გუნდით უნდა გავიდეთ, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ განახორციელოს ის სამატჩო გეგმა, რომელსაც მატჩის მოგება შეუძლია. რაც შეეხება ზლატანს და მის ფიზიკურ ფორმას, იგი საოცრად კარგად გამოიყურება. დეიან კულუშევსკის ფორვარდად თამაშიც შეუძლია, მაგრამ მე მას შვედეთის ნაკრებში ნახევარმცველად მოვიაზრებ. რაც შეეხება თავდამსხმელების დუეტს, აქ ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ალექსანდრ იშაკის დუეტს განვიხილავთ", - თქვა იან ანდერსონმა.
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს ბათუმში, 11 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.  

სხვა სტატიები