Belive

შვედეთის მწვრთნელი: "საქართველოს პატივს ვცემთ, გამარჯვებისთვის ძალისხმევა დაგვჭირდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება, სკანდინავიური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იან ანდერსონმა ბათუმი არენაზე პრესკონფერენცია გამართა და ქართველი და შვედი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"საქართველოს ნაკრებს პატივს ვცემთ. მათ არამხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ, არამედ სხვა მეტოქეებთან საკმაოდ კარგი თამაში აჩვენეს. ბოლო პერიოდში კარგი მატჩები ჩავატარეთ და ფორმაში ვართ, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. ფეხბურთი გუნდური თამაშია, თუმცა ალექსანდრ ისაკი ახლა შესანიშნავ ფორმაშია და ის ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია. ზლატანი შესანიშნავი ფეხბურთელია, მისი დაბრუნება, გამოცდილება როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია", - თქვა შვედმა სპეციალიტმა.
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს ბათუმში, 11 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები