Belive

შვედეთის ნაკრები: ყველაფერი, რაც წლის პირველი მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

3 წლის წინ ფეხბურთი
14 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში, "ფრენდს არენაზე", ადგილობრივ ნაკრებთან დაპირისპირებით დაიწყებს. ვილი სანიოლისთვის "ჯვაროსნების" მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. უეჭველია, რომ ფრანგ სპეციალისტს თავის გართმევა რთული მისიისთვის მოუწევს,. თუმცა 1 კვირის განმავლობაში შვედეთის, ესპანეთის და საბერძნეთის ეროვნულ გუნდებთან გაჯიბრებაზე მნიშვნელოვანი, ისტორიის უმნიშვნელოვანეს მატჩში მარცხის შემდეგ, გუნდის რელსებზე დაბრუნება, ფსიქოლოგიურად კარგი ატმოსფეროს შექმნა და ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის სათამაშო ფილოსოფიის ძირითადი ასპექტების გაზიარება იქნება. ჩვენი გუნდი 2022 წლის მუნდიალზე მოსახვედრად პირველ ბრძოლას სკანდინავიური ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომელთაც მთავარი "ვიკინგი" ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა. იქამდე, ვიდრე ჩვენი გუნდი მოედანზე გავა და ახალი გამოწვევის მისაღებად მოემზადება, მოდით საქართველოს ნაკრების უახლოესი მეტოქე უკეთ გავიცნოთ.
No description available.

შვედეთის ნაკრები

დაარსება: 1908 წელი შვედეთის ფეხბურთის ასოციაცია: დაარსდა 1904 წლის 18 დეკემბერს ფიფას წევრი: 1904 წლის 21 მაისი უეფას წევრი: 1954 წელი ფიფას რეიტინგი: 20 უმაღლესი რეიტინგი: 2 (1994 წლის ნოემბერი) ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 45 (2015 წლის მარტი, ოქტომბერი-ნორმბერი, 2017 წლის მარტი საშინაო არენა: ფრენდს არენა (სოლნა, სტოქჰოლმი, შვედეთი) მეტსახელი: ლურჯ-ყვითლები მთავარი მწვრთნელი: იან ანდერსონი კაპიტანი: ანდრეას გრანკვისტი

სტატისტიკა

პირველი მატჩი: შვედეთი - ნორვეგია 11:3 (გოტენბურგი, შვედეთი, 1908 წლის 12 ივლისი) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: შვედეთი - ლატვია 12:0 (სტოქჰოლმი, შვედეთი, 1924 წლის 29 მაისი), შვედეთი - სამხრეთ კორეა 12:0 (ლონდონი, ინგლისი, 1948 წლის 5 აგვისტო) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: დიდი ბრიტანეთი - შვედეთი 12:1 (ლონდონი, ინგლისი, 1908 წლის 20 ოქტომბერი) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: ანდრეას სვენსონი (148) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (62) მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე: 12 (პირველად 1934 წელს, საუკეთესო შედეგი - მეორე ადგილი 1958 წელს) მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე: 7 (პირველად 1992 წელს, საუკეთესო შედეგი - ნახევარფინალისტი 1992 წელს)

ოლიმპიური მედლები:

  • 1924 წელი, პარიზი - ბრინჯაო
  • 1948 წელი, ლონდონი - ოქრო
  • 1952 წელი, ჰელსინკი - ბრინჯაო
No description available.

ისტორია

შვედეთის საფეხბურთო ნაკრები 1900-იწნი წლების გარიჟრაჟზე დაარსდა და ევროპული ფეხბურთის ისტორიაში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. გუნდმა პირველი მატჩი 1911 წლის 12 ივლისს, ამხანაგურად, მეზობელ ნორვეგიის ნაკრებთან ითამაშა და მეტოეს გამორჩეულად უხვგოლიან მატჩში - 11:3 აჯობა. შვედეთის ნაკრების ადრეული წლები არცისე გამორჩეული იყო, თუმცა 100 წელიწადზე მეტხნიანი ისტორიის გადასახედიდან, უკვე შეგვიძლია დავინახოთ მონაწილეობა 12 მუნდიალზე, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი, ტრიუმფი ოლიმპიადაზე და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩატარებული მატჩი. სკანდინავიური ნაკრების ოქროს ხანად 1940 და 50-იანი წლები მიიჩნევა. სწორედ ამ პერიოდში მოახერხა შვედეთმა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. ეს 1958 წელს მოხდა, ანუ იმ 4-წლიანი პაუზის დასრულების შემდეგ, როცა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ეთნიკურად არა შვედ ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდში თამაშის ნება კვლავ დართო. ფიფას ეგიდით გამართულ მთავარ ტურნირს სწორედ შვედეთი მასპინძლობდა და ჯგუფში მექსიკის, უნგრეთისა და უელსის ნაკრებებთან ერთად იმყოფებოდა. მასპინძლებმა პირველი შეხვედრა საშინაო არენაზე გამართეს და 32 000 გულშემატკივრის თვალწინ, ჩრდილოეთ ამერიკელებს პირწმინდად - 3:0 აჯობეს. შემდეგ იყო მსოფლიოს მაშინდელ ვიცე-ჩემპიონ და 1952 წლის ოლიმპიადის მომგებ უნგრეთთან გამარჯვება - 2:1 და უგოლო ფრე ბრიტანელებთან. მეოთხედფინალის საგზურის მოპოვების შემდეგ, შვედებს მეტოქედ სსრკ-ს ნაკრები ერგოთ და მეტოქისთვის ორი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს. ნახევარფინალური შეხვედრა ერთადერთი იყო, რომელიც მასპინძლებს რაუნდაში არ ჩაუტარებიათ, თუმცა მათთვის გოტენბურგიც იღბლიანი აღმოჩნდა და 50 000-მა მაყურებელმა შვედეთის ნაკრების მიერ ტურნირის ისტორიაში ჩატარებული ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იხილა. პირველი ნახევრის შემდეგ, დასავლეთ გერმანელები - 1:0 იგებდნენ, მაგრამ 59-ე წუთზე, ერიხ უსკოვიაკის მოედნიდან გაძევების შემდეგ, შვედებმა მეტოქეს სამი ბურთი გაუტანეს და ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს მიაღწიეს. ტიტულამდე ერთადერთი გაჩერება რჩებოდა და ეს პელეს, გარინჩას, ვავას, ზაგალოს, და სხვა სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული ბრაზილიის ნაკრები გახლდათ. "სელესაომ" 8 წლის წინანდელ ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, მუნდიალის კიდევ ერთხელ მოგების შანსი ხელიდან არ გაუშვა და - 5:2 იმარჯვა. შვედეთი მეორე ადგილს დასჯერდა და ეს ქვეყნის ისტორიაში დიდ სანაკრებო ტურნირებზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. ამავე პერიოდს უკავშირდება ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება. 1948 წელს, ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედალი. ლონდონის ოლიმპიური თამაშების პირველ წრეში, ახალგაზრდა შვედებმა, "ვაით ჰართ ლეინზე" ავსტრიას - 3:0 აჯობეს, შემდეგ - 12:0 გაანადგურეს კორეის ნაკრები, ნახევარფინალში მეზობელ დანიასთან - 4:2 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. გადამწყვეტი მატჩი ლეგენდარულ "უემბლის" სტადიონზე შედგა და მას 40 000 ქომაგი დაესწრო, რაც იმხანად ფეხბურთის მატჩისთვის მაღალ მაჩვენებლად მიიჩნეოდა. შვედეთის მეტოქე იუგოსლავიის ნაკრები აღმოჩნდა და 3:1 დაამარცხა. ეს შვედეთისთვის საფეხბურთო ტურნირში მოპოვებული პირველი ოქროს მედალი გახლდათ. რაც შეეხება თანამედროვე ეპოქას, შვედეთის ნაკრებმა ბოლო 22 წელიწადში ჩატარებული 6 მუნდიალიდან 3 გამოტოვა, თუმცა ბოლო ტურნირზე, 2018 წელს, რუსეთში დამაჯერებლად ითამაშა და მეოთხედფინალამდეც კი მიაღწია. კონტინენტის მასშტაბით, შვედების საუკეთესო შედეგი 1992 წელს, ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გასვლაა. 2000 წლის შემდეგ, შვედებმა ყველა ევროპირველობაზე ითამაშეს და მიმდინარე წლის ზაფხულში გასამართი ტურნირის საგზურიც დაბევებული აქვთ.
Sweden team group at the 1958 World Cup Finals. | World cup teams, 1958 world cup, National football teams

სათამაშო ფორმა

  • შვედეთის ნაკრებმა 2020 წელს 10 შეხვედრა გამართა: 4 ამხანაგური და 6 უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის ეგიდით. აქედან 6 მატჩში იან ანდერსონის შეგირდები დამარცხდნენ, 4-ჯერ კი გამარჯვებას მიაღწიეს.
  • უკანასკნელი შეხვედრა შვედეთმა ერთა ლიგაზე, მსოფლიოს მოქმედი და ევროპის ვიცე-ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, პარიზში გამართა და - 2:4 დამარცხდა.
  • შვედეთი ცუდ ფორმაშია: გუნდმა ბოლო 8 შეხვედრიდან 6 წააგო და მხოლოდ ორში მიაღწია გამარჯვებას.
  • შვედეთის ნაკრებს ბოლო 12 მატჩია ფრე არ უთამაშია.
  • შვედეთის ნაკრების ბოლო 15 შეხვედრიდან 9-ში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • შვედეთის ეროვნული გუნდის ბოლო 10 მატჩიდან 6-ში გოლის გატანა მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო.
  • შვედეთის ნაკრებმა საშინაო კედლებში ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო, მაგრამ ორივე მათგანი ბოლო სამ შეხვედრაში.
  • შვედეთის ნაკრების მიერ საშინაო არენაზე გამართული ბოლო 8 მატჩიდან 6-ში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • შვედეთის ბოლო 11 საშინაო მატჩიდან 5-ში გოლი მხოლოდ ერთმა გუნდმა გაიტანა.

შემადგენლობა

შვედეთის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით შეიკრიბა. არამხოლოდ იმიტომ, რომ გუნდს ქვეყნის ისტორიაში უპირობოდ, მსოფლიოს ისტორიაში კი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა. 39 წლის ფორვარდზე ცალკე ვისაუბრებთ, იქამდე კი ის ვარსკვლავები ჩამოვთვალოთ, რომლებიც იან ანდერსონის განკარგულებაში არიან და რომელთა წინააღმდეგაც ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს განსაკუთრებული გამოცდის ჩაბარება ელით:
  • დეიან კულუშევსკი („იუვენტუსი“)
  • რობინ ოლსენი („ევერტონი“)
  • ვიქტორ ლინდელოფი („მანჩესტერ იუნაიტედი“)
  • ემილ კრაფტი („ნიუკასლი“)
  • ალბინ ეკდალი („სამპდორია“)
  • სებასტიან ლარსონი („აიკი“)
  • ალექსანდერ იშაკი („რეალ სოსიედადი“)
  • რობინ კვაისონი („მაინცი“)
  • მარკუს ბერგი („სამპდორია“)
აღსანიშნავია, რომ შვედეთის ნაკრებში ქართველი ფეხბურთელის ერთი თანაგუნდელი, კარლ შტრაფელტი თამაშობს, რომელიც ყაზანის „რუბინის“ ცენტრალური მცველია, გუნდში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მივიდა და უკვე მეორე სეზონს ატარებს.
Swedish National Football Team? You mean Ikea National Football Team : PewdiepieSubmissions

ვარსკვლავი

რა თქმა უნდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც 39 წლის ასაკში საკუთარი კარიერა „დააქამბექა“ და ამერიკიდან ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, ისე თამაშობს, როგორც კარიერის საუკეთესო წლებში. „მალმიოს“, „აიაქსსის“, „იუვენტუსის“, „ინტერის“, „ბარსელონას“, „პსჟ-ს“, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ლოს ანჯელეს გალაქსის“ ყოფილ თავდამსხმელს ეროვნულ გუნდში 116 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ეროვნულ გუნდში თითქმის ხუთი წელია არ უთამაშია. ბოლოს, იბრამ შვედეთის ნაკრების მაისური 2016 წლის 22 ივნისს, ბელგიასთან - 0:1 წაგებულ შეხვედრაში მოირგო. იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებთან ერთად, ორ, 2002 და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე და ოთხ, 2004, 2008, 2012 და 2016 წლების ევროპის პირველობაზე ითამაშა. ზლატანმა ეროვნულ გუნდს 45 მატჩში უხელმძღვანელა. მიმდინარე სეზონში, იბრაჰიმოვიჩს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული. ის „მილანის“ ბოლოდროინდელი კარგი შედეგების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.
Zlatan Ibrahimovic set to be immortalized in Sweden - AS.com

მწვრთნელი

იან ანდერსონი გამოცდილი შვედი მწვრთნელია, რომელმაც ეროვნული გუნდი შიდა ჩემპიონატში წლების განმავლობაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ ჩაიბარა. 58 წლის სპეციალისტი „ჰალმშტადს“, „ლაჰოლმს“, „ორჰგრიტეს“ და „ნორჩოპინგს“ თავკაცობდა და 2016 წლის ზაფხულის შემდეგ კი შვედეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში და საქმეს თავს წარმატებულად ართმევს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი ხელმძღვანელობით, სკანდინავიელები ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაბრუნდნენ, მერე კი მუნდიალის, ჯგუფური და მერვედფინალური ეტაპები გადალახეს და 2018 წლის ზაფხულში, რუსეთში გამართულ ტურნირზე მეშვიდე ადგილი დაიკავეს. 2014/15 წლების სეზონში, იან ანდერსონი „ნორჩოპინგთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ნაკრებს ანდერსონმა 55 შეხვედრაში უთავკაცა, საიდანაც 26 მატჩი მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 17-ში დამარცხდა. მისი საქმიანობის პერიოდში შვედებმა ხმაურიანი გამარჯვებები მოიპოვეს, მათ შორის პორტუგალიასთან (3:2), საფრანგეთთან (2:1), იტალიასთან (1:0), დანიასთან (1:0), შვეიცარიასთან მუნდიალის მერვედფინალში (1:0), ფრე ესპანეთთან და ნიდერლანდებთან იდენტური ანგარიშით - 1:0.
Sweden coach to miss Nations League games after positive Covid test

ურთიერთშეხვედრები

საქართველოსა და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში არასდროს შეხვედრიან, თუმცა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, ქართველ ფეხბურთელებს სკანდინავიურ გუნდთან უთამაშიათ:
    1. 1954 წლის 8 სექტემბერი, შვედეთი - სსრკ - 0:7, სლავა ღოღობერიძე ძირითად შემადგნელობაში გახლდათ, სრულად ითამაშა და მეოთხე გოლი სწორედ მის აქტივში იყო;
    2. 1963 წლის 22 მაისი, სსრკ - შვედეთი - 0:1, მიხეილ მესხი საბჭოელთა სასტარტო თერთმეტეულში იყო;
    3. 1969 წლის 6 აგვისტო, სსრკ - შვედეთი 0:1, სლავა მეტრეველი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო;
    4. 1972 წლის 6 აგვისტო, შვედეთი - სსრკ 4:4, რევაზ ძოძუაშვილმა სრული მატჩი ჩაატარა;
    5. 1973 წლის 5 აგვისტო, შვედეთი - სსრკ 0:0, რევაზ ძოძუაშილმა და მურთაზ ხურცილავამ თამაში პირველივე წუთიდან დაიწყეს, მერე კი, შესაბამისად, 81-ე და მე-17 წუთებზე ესტაფეტა ალექსანდერ დერემოვს და სერგეი ოლჰანსკის გადააბარეს, 55-ე წუთზე კი გუნდში ქართველების სტატუს ქვო ვლადიმერ გუცაევმა აღადგინა;
    6. 1979 წლის 19 აპრილი, სსრკ - შვედეთი 2:0, დინამო არენაზე ჩატარებულ შეხვედრაში, რომელსაც 53 ათასი ქომაგი ესწრებოდა, გამარჯვების გოლის ავტორი რამაზ შენგელია გახდა, რომელმაც თამაში 3 წუთით ადრე დაიწყო, ცვლილებაზე 70-ე წუთზე ვახტანგ ქორიძეც შემოვიდა, მოედანზე 90 წუთი კი ვიტალი დარასელიამ გაატარა;
    7. 1980 წლის 29 აპრილი, შვედეთი - სსრკ 1:5, გუნდს ალექსანდრე ჩივაძე კაპიტნობდა და რა გასაკვირია, რომ სრულად ითამაშა, არც ის გაგაოცებთ, რომ რევაზ ჩელებაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და შემდეგ ადგილი ნიკოლაი ფედორენკოს დაუთმო, 30 წუთით თენგიზ სულაქველიძემაც ითამაშა;
    8. 1982 წლის 3 ივნისი, შვედეთი - სსრკ 1:1, თენგიზ სულაქველიძემ სრულად ითამაშა, ვიტალი დარასელიამ კი 66-ე წუთზე რამაზ შენგელია შეცვალა;
    9. 1986 წლის 20 აგვისტო, შვედეთი - სსრკ 0:0, ალექსანდრე ჩივაძემ კვლავინდებურად 90 წუთი ითამაშა;
    10. 1987 წლის 18 აპრილი, სსრკ - შვედეთი 1:3 (დინამო არენა, 35 ათასი), ალექსანდრე ჩივაძე საბჭოელთა დაცვის ხაზს 90 წუთის განმავლობაში ლიდერობდა;
    11. 1988 წლის 2 აპრილი, შვედეთი - სსრკ, 2:0, საბჭოთა კავშირის მიწურულს, ნაკრების ერთ-ერთი ბოლო მატჩში მხოლოდ თენგიზ სულაქველიძემ, სრულად ითამაშა.

სხვა სტატიები