Belive

შვედეთის ნაკრების მწვრთნელი: "3 ფეხბურთელი გამოგვაკლდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხვალ სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა დღეს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
"მსოფლიო ჩემპიონატი - ეს ახალი საფეხურია. ჩვენ ორი კარგი ვარჯიში ჩავატარეთ, კოვიდ ტესტების პასუხი კი ყველა შემთხვევაში უარყოფითი იყო. მარკუს ბერგი, ანდრეას გრანქვისტი და ხოაჯიმ ნილსონი ხვალ არ ითამაშებენ. ბერგი ჯერ მზად არ არის, გრანქვისტის საკითხი კი ცნობილი იყო. საქართველოსთან არც ნილსონი იქნება ჩვენთან თამაშებს შორის ძალიან მცირე პაუზა გვაქვს, ამიტომ, შეუძლებელია, რომ ასეთ დროს ერთი და იგივე 11 ფეხბურთელით ითამაშო. წინასწარ განსაზღვრული მაქვს, ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში," - თქვა ანდერსონმა.
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებ გუნდებს შორის დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.  

სხვა სტატიები