Belive

შვედეთში იბრაჰიმოვიჩის ძეგლი დაამტვრიეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვედეთის ქალაქ მალმოში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლი ვანდალებმა დააზიანეს. ამისი მიზეზი არის ის, რომ იბრაჰიმოვიჩმა "მალმოს" მეტოქე გუნდის, "ჰამარბის" ერთ-ერთი აქციონერი გახდა, რამაც "მალმოს" ფანების განრისხება გამოიწვია. ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლი "მალმოს" სტადიონის წინ გასული წლის 9 ოქტომბერს გაიხსნა. 26 ნოემბერს, ზლატანმა "ჰამარბის" აქციები შეიძინა. 27 ნოემბერს და 22 დეკემბერს "მალმოს" გულშემატკივრებმა ძეგლი ორჯერ დააზიანეს, ამჯერად კი ყველაზე დიდი ზიანი მიაყენეს. ქალაქ მალმოს მერის მოადგილის, ფრიდა ტროლმირის განცხადებით, ადამიანების ბრაზი შეიძლება გასაგები იყოს, თუმცა ვანდალიზმი მიუღებელი საქციელია: "უკეთესი იქნება, თუკი ადამიანები საკუთარ ემოციებს უფრო დემოკრატიული გზით გამოხატავენ," აღნიშნა მან. მისივე თქმით, ქალაქის მერია თებერვალში ზლატანის ძეგლის აღებას განიხილავს. აქვე შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანს" შეუერთდა. შვედმა ფორვარდმა "როსონერისთან" 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები