Belive

შვედეთში ზლატანის ძეგლი დაწვეს (ფოტო/ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მალმიოს" განრისხებულმა ფანებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლი დაწვეს. "მალმიოს" სტადიონის წინ მდგარი ლეგენდის ძეგლი ფანებმა მას შემდეგ დაწვეს, რაც ზლატანი მოწინააღმდეგე კლუბის მეწილე გახდა. "მალმიო" და "ჰამარბი" პრინციპული მოწინააღმდეგეები არიან. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ზლატანმა "მალმიოში" დაიწყო, რის შემდეგაც ევროპის ტოპ კლუბების მაისურები მოირგო და არაერთ ტიტულს დაეუფლა - კარიერის დასრულების შემდეგ კი "ჰამარბის" მეწილე გახდა, რაც "მალმიოს" ფანებმა არ აპატიეს.

სხვა სტატიები