Belive

შვედური მედია - ზლატანი საქართველოსთან სასტარტო შემადგენლობაში იქნება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვედური მედიის ინფორმაციით, იანე ანდერსონი დღეს საქართველოს წინააღმდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩს სასტარტო შემადგენლობიდან ათამაშებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ შვედების მთავარი მწვრთნელი ძირითადი შემადგენლობის ორ ნახევარმცველს დაასვენებს. aftonbladet.se-ის თანახმად, შვედეთის ნაკრების ძირითადი 11-ეული "ჯვაროსნების" წინააღმდეგ ასეთი იქნება: კრისტოფერ ნორდფელდტი – მიკაელ ლუსტიკი, ვიქტორ ნილსონ ლინდელოფი, ფილიპ ჰელანდერი, ლუდვიგ აუგუნსტინსონი – დეიან კულუშევსკი, სებასტიან ლარსონი, კრიშტოფერ ოლსონი, ვიქტორ კლაესონი – ალექსანდრ ისაკი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი. იანე ანდერსონმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის როტაციას მარტის სანაკრებო მატჩებში აუცილებლად მიმართავდა. სწორედ ამიტომ, "ლაიფციგის" გამორჩეული ნახევარმცველი, ემილ ფორსბერგი და "სამპდორიას" გამოცდილი ფეხბურთელი, ალბინ ეკდალი "ჯვაროსნებთან" დაისვენებენ. შვედური მედია წერს, რომ მთავარ მწვრთნელს მათ ნაცვლად არანაკლებ კარგი ვარიანტები აქვს. შეგახსენებთ, რომ შვედებს სანიოლის გუნდთან 3 ფეხბურთელი ტრავმების გამო ანდრეას გრანქვისტი, მარკუს ბერგი და იოაკიმ ნილსონი გამოაკლდებათ.

სხვა სტატიები