Belive

შვეიცარიასთან და აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისთვის, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ვასილ მაისურაძემ ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო. მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (თბილისის "ლოკომოტივი", საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო) მცველები: ლუკა ლოჩოშვილი ("ვოლფსბერგერი", ავსტრია), ლუკა ლაკვეხელიანი ("მეზოკოვეშდი", უნგრეთი), დავით კობოური ("დინამო თბილისი", საქართველო), ივა გელაშვილი ("სპარტა პრაღა", ჩეხეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (თბილისის "ლოკომოტივი", საქართველო), ლუკა ასათიანი (წყალტუბოს "სამგურალი", საქართველო), თორნიკე ძოწენიძე ("თელავი", საქართველო) ნახევარმცველები: ნიკა ნინუა ("პაოკი", საბერძნეთი), ირაკლი აზაროვი ("დინამო  თბილისი" საქართველო), გიორგი კუცია ("დინამო თბილისი", საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო თბილისი", საქართველო), დავით სამურკასოვი (თბილისის "ლოკომოტივი", საქართველო), ბექა დარცმელია (თბილისის "ლოკომოტივი", საქართველო), თორნიკე ძებნიაური (თბილისის "ლოკომოტივი", საქართველო), რევაზ ინჯგია ("რადნიჩკი", სერბეთი), ლუკა სილაგაძე ("ვალმიერა", ლატვია) თავდამსხმელები: ვატო არველაძე ("კარაგუმრუკი" თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (გორის "დილა", საქართველო), გიორგი გულიაშვილი (თბილისის "საბურთალო, "საქართველო ), სერგო კუხიანიძე (წყალტუბოს "სამგურალი", საქართველო). ახალგაზრდული ნაკრები ოქტომბის თვეში ორ მატჩს გამართავს და ორივე შემთხვევაში მასპინძლის სტატუსს მოირგებს. 9 ოქტომბერს, საქართველო შვეიცარიას, 4 დღის შემდეგ კი აზერბაიჯანს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები