Belive

შვეიცარიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებიდან 4 ფეხბურთელი გააცილეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარუმატებლად დაიწყო. აღნიშნული თამაშის დაწყებამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ნაკრების 4 ფეხბურთელი გააცილეს. ოთარ მარცვალაძემ, ნუკრი რევიშვილმა და ლაშა სალუქვაძემ სხვადასხვა მიზეზების გამო, საფეხბურთო, უჩა ლობჟანიძემ კი სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტეს. ოთხივე მათგანს საქართველოს ნაკრების სამახსოვრო მაისურები გადასცეს.

სხვა სტატიები