Belive

შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი გარდაიცვალა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიაში, კომოს ტბის ფსკერზე შვეიცარიის ქალთა ნაკრების 24 წლის ფეხბურთელის, ფლორიანა ისმაილის ცხედარი აღმოაჩინეს. ახალგაზრდა ქალი სამაშველო ოპერაციის შედეგად იპოვნეს. სპეციალურმა რობოტმა ის 204 მეტრ სიღრმეში ნახა. ისმაილის დაკარგვის შესახებ ცნობა 30 ივნისს გავრცელდა. მისი ერთ-ერთი მეგობრის თქმით, მათ ძრავიანი ნავი იქირავეს და ნაპირიდან 700 მეტრზე შევიდნენ. 24 წლის მოთამაშემ ბანაობა გადაწყვიტა. მან რაღაც მანძილზე გაცურა და გაუჩინარდა. მაშველებმა მისი პოვნა მხოლოდ 2 დღის შემდეგ შეძლეს. ფლორიანა ისმაილი "იანგ ბოიზის" ღირსებას იცავდა. 2014 წლიდან ის შვეიცარიის ნაკრების წევრი გახდა.

სხვა სტატიები