Belive

შვილის ტრაგედიიდან 3 თვეში ემილიანო სალას მამა გარდაიცვალა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნანტის" ყოფილი ფეხბურთელი, ემილიანო სალა 21 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. 28 წლის არგენტინელი საფრანგეთიდან უელსში ბრუნდებოდა, რის დროსაც მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა. საბოლოოდ, სალას ცხედარს ლა მანშის სრუტეში, თვითმფრინავის ნაწილებთან ერთად მიაკვლიეს. ემილიანო სალას ოჯახიდან დღეს კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ტრაგედიიდან ზუსტად 3 თვეში, ყოფილი ფეხბურთელის მამა, ჰორაციო სალა ხუთშაბათს ღამით, გულის შეტევით გარდაიცვალა. ექიმებმა 58 წლის ჰორაციოს გადარჩენა ვერ მოახერხეს. "არ მჯერა. ეს სიზმარია. ცუდი სიზმარი. სასოწარკვეთილი ვარ," - ასეთი იყო ჰორაციოს პირველი კომენტარი, როდესაც მან შვილის გაუჩინარების შესახებ გაიგო.

სხვა სტატიები