Belive

სიახლე დორტმუნდის ბორუსიაში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბუნდესლიგის განახლებამდე სულ რამდენიმე წუთი რჩება და "დორტმუნდის ბორუსიაში" სიახლე გახლავთ. იმის გამო, რომ "დორტმუნდელთა" რიგებში ტრავმიანობის გამო გუნდს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წევრი აკლია, შანსი მიეცა 17 წლის ფეხბურთელს ჯოვანი რეინას. ჯოვანი რეინას მიმდინარე სეზონში 8 თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ იგი პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. კარიერა რეინამ ამერიკაში "ნიუ-იორკ სიტიში" დაიწყო, სადაც თავი გამოიჩინა და გერმანელმა სკაუტებმა უმალვე "დორტმუნდში" თამაში ურჩიეს. ხელმძღვანელობამ სკაუტებს დაუჯერა და ახლა ჯოვანი "დორტმუნდის ბორუსიას" ღირსებას იცავს.
2

სხვა სტატიები