Belive

სიახლე ნაკრებში: ეროვნულ გუნდში დინამოს ფეხბურთელი გამოიძახეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში "დინამო თბილისის" ცენტრალური მცველი, საბა ხვადაგიანი გამოიძახა. 18 წლის ფეხბურთელი "ჯვაროსნების" 24-კაციან განაცხადს დაემატა, მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილებაა და არა რომელიმე მოთამაშის ტრავმა და იძულებითი ცვლილება. საბა ხვადაგიანი საქართველოს ნაკრების დებიუტანტი 2021 წელს, სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს გახდა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ (1:4) სრულადაც ითამაშა. საქართველოს ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 9 ოქტომბრის ბათუმში, ცენტრალურ სტადიონზე, საბერძნეთის ნაკრებს, ხოლო 12-ში, პრიშტინაში სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ ითამაშებს. მოსამზადებელ ეტაპს ჩვენი გუნდი 4 ოქტომბერს, თბილისში დაიწყებს.

სხვა სტატიები