Belive

სიახლეები საბურთალოში: ახალი სპონსორი და ფეხბურთელი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოში" სიახლეებია. ეროვნული ლიგის განახლებამდე, საქართველოს ექს-ჩემპიონს ახალი სპონსორი ჰყავს, გუნდის შემადგენლობაში კი მატებაა. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებისთვის გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს. 2020 წლის 5 ივნისიდან თბილისური კლუბის სპონსორი კომპანია "ინო-ლაბი" გახდა, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ხაზი COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლაა. კომპანია კლუბის ფეხბურთელებს და პერსონალის წევრებს ჰიგიენური საშუალებებით მოამარაგებს. კომპანია ასევე, საფეხბურთო კლუბს ეკოლოგიურად სუფთა სადეზინფექციო საშუალებებით მოამარაგებს. რაც შეეხება საფეხბურთო სიახლეებს, გუნდს 25 წლის ფეხბურთელი ლევან ნონიკაშვილი გააძლიერებს. შემტევი ნახვეარმცველი 2020 წლამდე გორის "დილაში" თამაშობდა, ახალი სეზონი კი საჩხერის "ჩიხურაში" დაიწყო.

სხვა სტატიები