Belive

სიძე, სიმამრი, ნათლია - არგენტინული ოჯახის ხელით გატანილი გოლები (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, სერხიო აგუერო, დიეგო მარადონა და ლიონელ მესი ერთმანეთის საკმაოდ ახლო ნათესავები არიან. ლიონელ მესი არის აგუეროს შვილის ნათლია, ხოლო აგუერო არის მარადონას სიძე. აღსანიშნავია, რომ მარადონასა და მესის ხელით გოლები ცნობილია, თუმცა აგუერომ "არსენალს" გაუტანა მესამე გოლი ხელით და ჰეთ-თრიკი შეასრულა. მარადონას გოლი "ღმერთის ხელით" არის ცნობილი. მან ის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისს გაუტანა. ლიონელ მესიმ "ესპანიოლთან" გაიტანა ხელით 2007 წელს. აგუერომ კი 2019 წლის 3 თებერვალს "არსენალს" გაუტანა".

სხვა სტატიები