Belive

სილვა თანაგუნდელის მულტფილმის გმირთან შედარებისთვის დაისაჯა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი, ბერნანდუ სილვა სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტის გამო 50 000 ფუნტით დაისაჯა. 25 წლის ნახევარმცველმა 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო. 22 სექტემბერს სილვამ Twitter-ში ფერადკანიანი თანაგუნდელის, ბენჟამინ მენდის ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა და ის მულტფილმის ერთ-ერთ გმირს შეადარა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სილვას ხუმრობა რასიზმში ჩაუთვალა, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელს პეპ გვარდიოლა და თავად, მენდი უჭერდა მხარს.
20191113_215312

სხვა სტატიები