Belive

სიმართლე ზიდანისა და ბეილის დაძაბული ურთიერთობის მიღმა

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ზინედინ ზიდანსა და გარეთ ბეილს შორის ბრწყინვალე ურთიერთობა იყო, თუმცა უელსელი ვარსკვლავის მუდმივმა ტრავმიანობამ და რამდენიმე ხმაურიანმა განცხადებამ მისი და ზიდანის ურთიერთობა დაძაბა. ზიდანის "რეალიდან" წასვლის შემდეგ, ბეილმა აღნიშნა რომ მათ შორის მხოლოდ საქმიანი და პროფესიონალური ურთიერთობა იყო. როგორც ჩანს ზიდანისათვის ბეილის განცხადება არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა - ტრავმებთან და კლუბის მიერ ჩაგდებულ სეზონთან ერთად, უელსელის პროვოკაციული განცხადებები შესაძლოა ბეილის მადრიდული კარიერის დასრულებაში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. ესპანური პრესა აქტიურად სპეკულირებს გარეთ ბეილის მომავალთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" ბეილის გაყიდვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება - თუმცა ბეილი "ბლანკოსში" დარჩენის სურვილს გამოთქვამს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუნდისგან სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს. უელსელმა შემტევმა საკუთარ თანაგუნდელებს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ "რეალი" მის გაყიდვას დააპირებს გუნდისგან კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევასი მნიშვნელობა არ აქვს სათამაშო დრო მიეცემა თუ არა - იგი "რეალში" დარჩება. ბეილის მომავალთან დაკავშირებით ზიდანმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა: "არ ვიცი რა მოხდება მომავალში. მე სხვა ფეხბურთელებს ვენდობი და სხვა ფეხბურთელები მოდიან. მართალია რომ ბეილს უკანასკნელ შეხვედრაში თამაშის შესაძლებლობა არ მივეცი - თუმცა არ ვიცით რა მოხდება მომავალში. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად იღებს კლუბისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ არც ისე სასიამოვნო გადაწყვეტილების მიღება მიწევს. აქ უამრავ წარმატებას მივაღწიე თუმცა წარსულით არ ვცხოვრობ. ვერავინ უარყოფს, რომ ბეილს გუნდისთვის უდიდესი სარგებელი აქვს მოტანილი, მაგრამ მე გუნდის მწვრთნელი ვარ და დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვრო. ბოლო მატჩებში სხვა ფეხბურთელებს ვათამაშებდი და პირდაპირ გეტყვით, მეოთხე ცვლილების შესაძლებლობა რომ მქონოდა, ბეილი მოედანზე მაინც არ გავიდოდა. ჩემი ვალდებულება გუნდის ინტერესებიდან მოქმედებაა." ზიდანის მიერ გაკეთებული განცხადება მხოლოდ ერთს მიანიშნებს - მიუხედავად იმისა, რომ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალში, "ლივერპულის" დამარცხებაში ბეილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი მას აღარ ენდობა. უნდობლობის მთავარი მიზეზი კი სწორედ ბეილია. ტრავმების მიღმა, უელსელმა ვარსკვლავმა ზიდანის მისამართით არც ისე სასიამოვნო კომენტარები გააკეთა, რასაც ზიდანის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა.

სხვა სტატიები