Belive

სიმეონე ატლეტიკოს ისტორიაში შევიდა - ჩოლოს ახალი რეკორდი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ახალი რეკორდი დაამყარა. არგენტინელი სპეციალისტი "მეზეწრეების" ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი გამარჯვების მომპოვებელია. ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში, "ალავესთან" 2:1 გამარჯვება ჩოლოსთვის "როხიბლანკოს" თავკაცის რანგში 195 იყო, რა შედეგითაც აწ გარდაცვლილ ლუის არაგონესს გადაასწრო, რომელმაც "ატლეტიკოს" 194 მატჩი მოაგებინა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის დაწყებამდე, "ატლეტიკომ" კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. პრიმერა დივიზიონის ერთ სეზონში გუნდმა ყველაზე მეტი - 13 ფრე ითამაშა. ამჟამად, სიმეონეს გუნდს 58 ქულა აქვს და 33-ე ტურის წინ სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები