Belive

სიმეონე: "ეს ლივერპული ისტორიაში შევა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ლივერპულთან" დაპირისპირების წინ კომენტარს აკეთებს. "ჩვენ დიდებულ გუნდთან თამაში გვიწევს, რომელიც არაჩვეულებრივი მწვრთნელის მიერ ძალიან კარგად არის მომზადებული. მათ მშვენივრად შეუძლიათ როგორც კონტრშეტევაზე, ისე პოზიციური ფეხბურთის თამაში. გასაოცარია მათი პროგრესი.  თავიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ კოუტინიოს წასვლის შემდეგ, გუნდი დაიშლებოდა, მაგრამ პირიქით, უფრო გაძლიერდნენ. მათ დიდებული გუნდი შექმნეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს "ლივერპული" ისტორიაში შესანიშნავი გუნდის სახელით შევა. ეს არ ჰგავს იმ გუნდებს, რომლებიც წარსულში აღგვაფრთოვანებდნენ, "ლივერპული" კიდევ უფრო მოქნილი და ძლიერი გუნდია.  პირველ მატჩში მოედნის უპირატესობა გვექნება და ეს უნდა გამოვიყენოთ, რადგან საპასუხო მატჩი "ენფილდზე" გველის, რაც ურთულესია.  მთავარია რა მოხდება მოედანზე. ცხადია, წინ ურთულესი ამოცანა გველის, მაგრამ ფეხბურთელებში ოპტიმიზმს და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების სურვილს ვხედავ",-თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა. "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკოსა" და "ლივერპულის" დაპირისპირება 19 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები