Belive

სიმეონე: "ჯერ არაფერი მოგვიგია, უდიდესი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "იუვენტუსის" დამარცხების (2:0) შემდეგ, დიეგო სიმეონემ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ჩოლოს მტკიცებით, "ატლეტიკოს" ჯერ არაფერი მოუგია და ტურინში უდიდესი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება. "მოედანზე ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ, როგორიცაა კოკე და დიეგო კოშტა საკმაოდ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ. ვიცოდით რომ აუცილებელი იყო შანსების გამოყენება. საბოლოოდ, უმნიშვნელოვანეს რეზულტატს მივაღწიეთ." "სრულად გვაქვს გააზრებული, რომ ჩემპიონთა ლიგაზე იოლი გასეირნება არ გველის, მოთმინებაა საჭირო - შესაბამისი რეზულტატის მისაღებად სხვა გზას ვერ ვხედავ. ესენი ჩემი ბიჭები არიან. უამრავი ტიტული არსებობს, რომლის მოგებაც შეგიძლია მაგრამ საბოლოოდ ისეთ უმნიშვნელოვანეს მომენტებს იმახსოვრებ, როდესაც მებრძოლი სულის გამოვლინება ხდება. საუკეთესო რამ რაც შეიძლება რომ სპორტსმენს გადახდეს ისეთ გუნდში ყოფნაა, რომლის წევრებმაც იციან როგორ იბრძოლონ ისე როგორც ძმებმა." "დღეს ძალიან ძლიერები ვიყავით, შევძელით მატჩის ჩვენს სასარგებლოდ წარმართვა. თავს კომფორტულად ვგრძნობდით, ვქმნიდით მომენტებს და საბოლოოდ გოლების გატანაც შევძელით, რომელმაც უპრინციპულეს დაპირისპირებაში გამარჯვება მოგვიტანა." "ტრიბუნების მხარდაჭერაზე გუნდმა იდეალური რეაგირეაბ მოახდინა. ტურინში ურთულესი მატჩი გველის. ჯერ-ჯერობით არაფერია გარკვეული და გუნდები კვლავ თანაბარ შანსს ინარჩუნებენ. ჯერ არაფერი მოგვიგია, უდიდესი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში", - აღნიშნა დიეგო სიმეონემ.

ასევე იხილეთ: სიმეონემ გოლის სკანდალურად აღნიშვნის მიზეზი კიდევ უფრო სკანდალურად ახსნა

სხვა სტატიები