Belive

სიმეონე: "ფელიში ახალგაზრდა, ოპტიმისტი და ენთუზიასტია" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" დამრიგებელმა დიეგო სიმეონემ მოსკოვის "ლოკომოტივთან", ჩემპიონთა ლიგაში 2019 წელს მოგებული (2:0) ბოლო შეხვედრა შეაფასა. "პლეი-ოფში მოსახვედრად, ბევრი გარჯა დაგვჭირდა. ბოლო შედეგები წნეხში გვამყოფებდა მთელმა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. მართალია, პენალტის გამოუყენებლობამ ჩვენზე თავიდან ცუდად იმოქმედა, თუმცა ფეხბურთელებმა კონცენტრირება მალე მოახდინეს.  როცა იმარჯვებ ყველა უკეთესი თვალით გიყურებს და შემდეგი მატჩებისთვის უფრო მეტი მოტივაციით ემზადები.  ამ შეხვედრაში ყველაზე დადებითი იყო ის, თუ რამდენი მომენტის შექმნა მოვახერხეთ.  ჟოაო ფელიშმა შეხვედრა დიდებულად ჩაატარა. ის ახალგაზრდა, ოპტიმისტი და ენთუზიასტია. როცა ახალგაზრდა ხარ, არაფრის გეშინია, ახლა ჟოაო ზუსტად ამ ასაკშია",-თქვა არგენტინელმა. "როხიბლანკომ" D ჯგუფში 10 ქულით მეორე პოზიცია დაიკავა და "იუვენტუსს" 6-ით ჩამორჩა.

სხვა სტატიები