Belive

სიმეონე: "რაც ატლეტიკოში ვარ, ასეთი რამ არ მინახავს, ეს ღამე არ დაგვავიწყდება" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თანამედროვეობის ორი გამორჩეული ტაქტიკოსის დაპირისპირებაში დიეგო სიმეონემ იურგენ კლოპს აჯობა (1:0). ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. "ლივერპულს" რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა. ისინი რიგ ეპიზოდებში ძალიან სახიფათოები იყვნენ. ჩვენს მეტოქეს ყველა პოზიციაზე კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ამან არ შეგვაშინა. პირიქით, მოედანზე გასვლისთანავე ვიგრძენით გულშემატკივრის უდიდესი მხარდაჭერა და დავინახეთ ხალხი, რომელსაც ჩვენი სჯეროდა. ამან დამატებითი სტიმული მოგვცა და მოკლე დროში გოლის გატანაში დაგვეხმარა. იმ 8 წლის განმავლობაში, რაც "ატლეტიკოში" ვარ, ასეთი ძლიერი გულშემატკივრობა არ მინახავს. ეს მართლაც ემოციური საღამო იყო. ასეთ პირობებში სასურველი მიზნის მიღწევა ბევრად იოლია. ეს არ იყო საუკეთესო ღამე, რადგან გასახდელში ტიტული არ გაგვიყოლებია, თუმცა არის ღამეები, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია, ეს სწორედ ასეთია. ეს გამარჯვება თვითრწმენის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ ერთი მატჩია და წინ "ენფილდზე" რთული შეხვედრა გველის",-თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები