Belive

სიმეონემ ატლეტიკოს ხელმძღვანელებს ინტერის ფეხბურთელის ყიდვა სთხოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს, გუნდში მილანის ,,ინტერის'' თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის ხილვა სურს. ინფორმაციას As-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი რამდენიმე დღეში ,,როხიბლანკოსთან'' ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. შემადგენლობის გასაძლიერებლად კი ჩოლოს უპირველესი მოთხოვნა ლაუტაროს ყიდვაა. თუმცა, მადრიდელებისთვის ფორვარდის ტრანსფერი რთული მისაღწევი იქნება, რადგან ,,ინტერი'' ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს. სიმეონეს ,,ატლეტიკოსთან'' ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს. სპეციალისტი გუნდში 2011 წლიდან მუშაობს. ლაუტარო მარტინესმა გასულ სეზონში ,,ინტერის'' მაისურით ჩატარებულ 48 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები