Belive

სიმეონემ გოლის სკანდალურად აღნიშვნის მიზეზი კიდევ უფრო სკანდალურად ახსნა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის შეხვედრაში "ატლეტიკო" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა. მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გამართული მატჩი "ატლეტიკოს" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მადრიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ "იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი სკანდალურად აღნიშნა. მატჩის დასრულების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩოლოს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია. ყველასათვის გასაკვირად, დიეგო სიმეონე ჩადენილ ქმედებას არ ნანობს და მის აუცილებლობაზე საუბრობს. "ვაღიარებ, ნამდვილად არ ყოფილა მისასალმებელი საქციელი მაგრამ მისი გაკეთების აუცილებლობას ვგრძნობდი. იგივეს ვაკეთებდი, როდესაც "ლაციოს" ფეხბურთელი ვიყავი. ამ ჟესტით ჩვენს გულშემატკივრებს დავანახე რომ ყ*****ი გვაქვს. ეს არ ყოფილა მოწინააღმდეგე გუნდის მისამართით, მე ჩვენი გულშემატკივრებისკენ ვიყავი მიბრუნებული - თუ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო მოვუბოდიშებ", - აღნიშნა დიეგო სიმეონემ.

აგრეთვე ნახეთ: დიეგო სიმეონემ გოლი უზრდელურად აღნიშნა

სხვა სტატიები