Belive

სიმეონემ უფროსები გააფრთხილა - კავანი ლა ლიგასთან ახლოსაა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ, ედინსონ კავანი "პსჟ-ს" დატოვებს, თუმცა ეს შესაძლოა ზამთარშივე მოხდეს. როგორც Sky Sports-ი წერს, ურუგვაელი თავდამსხმელის დამატება მადრიდის "ატლეტიკოს" სურს, რომლის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კლუბის ხელმძღვანელები საქმის კურსში უკვე ჩააყენა და იანვრისთვის მომზადება სთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ "მეზეწრეები" ზაფხულს დაელოდებიან, მაშინ 32 წლის ფორვარდის კონტრაქტი დასრულებული იქნება და "როხიბლანკო" სასურველ მოთამაშეს უფასოდ მიიღებს. გარდა ამისა, გამოცდილ ფეხბურთელს კარიერის ბრაზილიის ჩემპიონატში გაგრძელების შესაძლებლობაც აქვს. ამ სეზონში, კავანი "პარი სენ-ჟერმანის" მაისურით მოედანზე 8-ჯერ გავიდა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები