Belive

სიმონ მინოლე ლივერპულიდან სამშობლოში დაბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მერსისაიდული "ლივერპულის" მეკარე, სიმონ მინოლე სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდა. ბელგიელი ფეხბურთელი "ბრიუგეს" ღირსებას დაიცავს. ბელგიურ კლუბში მინოლე 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ბელგიის ნაკრების მეორე მეკარე "ლივერპულში" 2013 წლიდან თამაშობდა. მერსისაიდულ გრანდში ის "სანდერლენდიდან" გადავიდა. "ლივერპულის" შემადგენლობაში მან 204 მატჩი ჩაატარა. პირველი ორი სეზონი ის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. შემდგომ მას იურგენ კლოპმა კარიუსი არჩია. საბოლოოდ, გასულ სეზონში კი გუნდმა ალისონ ბეკერი დაიმატა, რომელიც უკონკურენტოდ იცავს ლივერპულელთა კარს. 31 წლის სიმონ მინოლეს "ბრიუგეს" შემადგენლობაში ჯერ თამაში არ ჩაუტარებია.  

სხვა სტატიები