Belive

სინიშა მიჰაილოვიჩი მოედანს დაუბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სინიშა მიჰაილოვიჩის მოედანზე დაბრუნება მისასალმებელია - აღნიშნა ცნობილმა იტალიელმა ჰემატოლოგმა, სანტე ტურამ. მიჰაილოვიჩს 1 თვის წინ ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად ამისა, იგი სერია ა-ს 2019/20 წლების სეზონის პირველივე მატჩზე მოედანზე იხილეს. მიჰაილოვიჩის გაწვრთნილი "ბოლონია" სტუმრად "ვერონას" დაუზავდა (1:1). "მიჰაილოვიჩის მოედანზე დაბრუნება მისასალმებელია. ეს კარგის ნიშანია. ამ ფაქტმა აჩვენა, რომ იგი ძლიერია - თუმცა სიფრთხილის ზომები აუცილებელია. ფაქტი, რომ ექიმებმა მიჰაილოვიჩს მოედანზე დაბრუნების უფლება მისცეს, ნიშნავს რომ მის ორგანიზმში პოზიტიური ცვლილებებია", - აღნიშნა სანტე ტურამ.

სხვა სტატიები