Belive

სინიშა მიხაილოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი გამოცემა ბლიჩერი გვამცნობს, რომ "ბოლონიას" მთავარ მწვრთნელს, სინიშა მიხაილოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა. სინიშა ამჟამად თვით იზოლაციაში არის გადაყვანილი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მიხაილოვიჩი ბოლო პერიოდის განმავლობაში ლეიკემიას ებრძოდა და მისთვის ახალი კორონავირუსი შესაძლოა დამღუპბელი გამოდგეს. სერბი ყოფილი ფეხბურთელი, "ბოლონიას" 2019 წლიდან ხელმძღვანელობს და მისი ხელმძღვანელობით კლუბმა, 38 ჩატარებულ შეხვედრაში 47 ქულა დააგროვა. 12 მოგება, 15 წაგება, 11 ფრე. გატანილი 52 და გაშვებული 65 გოლი. ასეთია "ბოლონიას" 2019/2020 წლის სეზონის სტატისტიკა, სინიშა მიხაილოვიჩის ხელმძღვანელობით.

სხვა სტატიები