Belive

"სირცხვილია" - როგორ გამოეხმაურნენ რუსები დინამო მოსკოვის მარცხს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკოკოტივმა” “დინამო მოსკოვთან” ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა რუსული კლუბი სიხარულიძისა და გავაშელიშვილის გოლებით 2:1 დაამარცხა. მძიმე მარცხის შემდეგ, რუსი გულშემატკივრები მოსკოველთა მისამართით აღშფოთებას არ მალავენ და გუნდს საჯაროდ აკრიტიკებენ. "ალბათ, თამაშის დაწყებამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა მოსკოველები რესტორანში დაპატიჟეს, "დინამოელები" კი სტადიონზე ნასვამები გავიდნენ." "ეს სირცხვილი არ არის, ასეთი მარცხი სიტყვებით არ გამოიხატება. მსგავსი თამაშის გამო რამდენიმე ათეულ მილიონზე უარი უნდა თქვა და ბოდიში მოიხადო." "ეს უბრალოდ წაგება და წარუმატებლობა არაა. ეს არის ნოვიკოვას იდეების სრული კრახი. თუ ამ თამაშის შემდეგ არ გადადგება, მაშინ ის არ იქნება და ვერც ვერასდროს იქნება მწვრთნელი. "კირილე ალექსანდრეს ძევ, დღეს თქვენ ხართ რუსეთის მთავარი სირცხვილი. მოიკრიბეთ კაცობა და დაახვიეთ ჩვენი კლუბიდან. დიდი სურვილია, რომ ეს მარაზოვთან ერთად გააკეთოთ." "მიეცით მათ უფლება, რომ თბილისიდან მოსკოვში ფეხით დაბრუნდნენ." "გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას. დროა, რომ მწვრთნელი შევიცვალოთ." ეს იმ კომენტარების მცირე ნაწილია, რომლითაც "დინამო მოსკოვს" დღეს რუსეთში აკრიტიკებენ.    

სხვა სტატიები