Belive

სისინიო: ,,რეალში მთვრალი ვვარჯიშობდი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,რეალის'' ყოფილმა მცველმა, სისინიომ, ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
,,რეალში მთვრალი ვვარჯიშობდი. ყავას ვსვამდი და სუნამოს ვისხამდი, სუნი რომ დამეფარა. ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ეს მარტივი იყო. სასმლის საყიდლად ფული არ მჭირდებოდა, რადგან ხალხი რესტორანში სიამოვნებით მეპატიჟებოდა,'' - სისინიოს სიტყვებ Corriere dello Sport-ი ციტირებს.
სისინიო ,,რეალში'' 2005-2007 წლებში თამაშობდა. მარჯვენა მცველმა ,,სამეფო გუნდთან'' ერთად 2007 წელს ლა ლიგა მოიგო. ბრაზილიელმა პირველად 2012 წელს აღიარა, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 2016 წელს, Espn-თან ინტერვიუში სისინიომ თქვა, რომ დღეში 2 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. მისი თქმით, ,,რეალში'' გადასვლის შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა და დეპრესიასთან საბრძოლველად 30-ზე მეტი ტატუ გაიკეთა.

სხვა სტატიები