Belive

სისოკოს ეგონა, რომ ტოტენჰემი ნახევარფინალში ვერ გავიდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" შინ "ტოტენჰემი" 4:3 დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში პირველი შეხვედრის ანგარიშის გამო (0:1) ვერ გავიდა. როგორც იცით, 90-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა "ტოტენჰემის" კარი აიღო, თუმცა ვიდეო რეფერიმ გოლი გააუქმა. სტუმართა ნახევარმცველმა, მუსა სისიკომ, რომელიც პირველ ტაიმში ტრავმის გამო შეცვალეს, არ იცოდა, რომ სტერლინგის გოლი გააუქმეს. ფრანგი ფეხბურთელი გასახდელში ჩავიდა და მარცხს მარტო განიცდიდა. წარმატების ამბავი მან მოგვიანებით გაიგო. როდესაც მატჩი დასრულდა, პოჩეტინოს ერთ-ერთი ასისტენტი გასახდელში შევიდა და დამწუხრებულ სისოკოს ამცნო, რომ ნახევარფინალის საგზური "ტოტენჰემმა" მოიპოვა. "არც კი ვიცოდი, რომ ნახევარფინალში გავედით," - იხსენებს სისოკო.  

სხვა სტატიები