Belive

სიჭინავა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიკა სიჭინავა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. "ინჰულეცის" ქართველმა თავდამსხმელმა "ვორსკლასთან" შეხვედრაში (2:2) გოლის გატანა და პენალტის გამომუშავება მოახერხა, რითაც football.ua-ს ყურადღება მიიპყრო.
"ნიკა "ვორსკლას" მცველების ნამდვილი თავისტკივილი იყო. ჯერ სკლიარმა ჩაარტყა ფეხებში და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, შემდეგ კი 26 წლის ფორვარდის მოძრაობების შედეგად ფეხზე ვერ დარჩა იაროვსკი. შედეგად - პენალტი და ულამაზესი გოლი. რეალურად, ეს თავისი გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა," - წერს უკრაინული მედია.
ნიკა სიჭინავას უკრაინის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 13 მატჩის შემდეგ 4 გოლი და 1 ასისტი აქვს. "ინჰულეცი" 12 ქულით 14 გუნდიან ჩემპიონატში მე-11 პოზიციაზეა.

ასევე იხილეთ: სიჭინავას გოლი და გამომუშავებული პენალტი ვორსკლასთან (ვიდეო)

სხვა სტატიები