Belive

სიტი ლივერპულს საჩემპიონო დერეფანს მოუწყობს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2019/2020 წლის პრემიერ ლიგა "ლივერპულმა" მოიგო. ინგლისში და არა მარტო ინგლისში, ჩემპიონ კლუბს, სხვა გუნდები თამაშის დაწყებამდე საჩემპიონო დერეფანს უწყობენ. "მერსისაიდელებს" შემდეგი შეხვედრა პეპ გვარდიოლას შეგირდებთან სტუმრად "ეტიჰადზე" აქვთ. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი გუნდი "ლივერპულს" საჩემპიონობა დერეფანს აუცილებლად მოუწყობს. პეპმა ასევე დასძინა, რომ კლოპის ფეხბურთელები ამას იმსახურებენ. შეგახსენებთ, რომ ხსენებული მატჩი 2 ივლისს გაიმართება და მთელი მსოფლიო იხილავს თუ როგორ გაივლიან "ლივერპულის" ფეხბურთელები, "მანჩესტერ სიტის" მიერ მოწყობილ დერეფანში.

სხვა სტატიები